იულიუსის კალენდარი
იულიუსის კალენდარი, ძველი სტილი (საშუალო წლიური ხანგრძლივობა — დღე) — მზის კალენდარული ტიპის წელთაღრიცხვის სისტემა, რომელიც შეადგინა ალექსანდრიელმა ასტრონომმა სოზიგენემ და შემოღებულ იქნა იულიუს კეისრის მიერ ძვ. წ. 45 წლის 1 იანვარს.
ადრე არსებულ კალენდრებისაგან განსხვაბებით, იულისუსის კალენდარი უფრო კარგად იმეორებდა ტროპიკული წელიწადის, ანუ მზის გარშემო დედამიწის ერთი შემოვლის რითმს, რის გამოც ის საუკუნეების მანძილზე დამკვიდრდა მსო��ლიოს მრავალ ქვეყანაში, როგორც კალენდრის საუკეთესო ვარიანტი.
ყოველი წელიწადი, რომლის ნომერი ოთხზე იყოფა, ნაკიანია და შეიცავს 366 დღე-ღამეს, დანარჩენი წლები — 365 დღე-ღამეს. შესაბამისად, იულიუსის კალენდარში წელიწადის საშუალო ხანგრძლივობაა 365,25 დღე-ღამე და იგი 0,0078 დღე-ღამით მეტია ტროპიკულ წელიწადზე. როგორც ცნობილია ტროპიკული წელიწადი შედგება 365,2421897 დღისაგან (365 დღე, 5 საათი, 48 წუთი და 45,19 წამი), ხოლო იულიუსის კალენდარში წელიწადის საშუალო ხანგრძლივობაა 365,25 დღე-ღამე. იულიუსის კალენდრის ცდომილებაა 1 დღე-ღამე 128 წელიწადში, ხოლო გრიგორიანული კალენდრით აღნიშნული სხვაობა მიიღწევა 3030 წლის შემდეგ.
1582 წელს, რომის პაპ გრიგორი XIII-ის ძალისხმევით იულიუსის კალენდარი შეცვალეს გრიგორიანული კალენდრით (ახალი სტილი).
სხვაობა იულიუსისა და გრიგორიანულ კალენდრებს შორის ციფრებში შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთმოყვანილ ცხრილში.
გრიგორიანული კალენდარი | იულიუსის კალენდარი | შესწორებული იულიუსის კალენდარი | |
---|---|---|---|
ხანგრძლივობა | 365 დღე, 5 საათი, 49 წუთი და 12 წამი (365,2425 დღე) | 365 დღე, 6 საათი (365,25 დღე) | 365 დღე, 5 საათი, 48 წუთი და 50 წამი (365,24222 წელი) |
ტროპიკული წელი | 365 დღე, 5 საათი, 48 წუთი და 46,1 წამი (365,24217 დღე) | 365 დღე, 5 საათი, 48 წუთი და 46,1 წამი (365,24217 დღე) | 365 დღე, 5 საათი, 48 წუთი და 46,1 წამი (365,24217 დღე) |
სხვაობა | 25,9 წამი (0.00033 დღე) | 11 წუთი და 13.9 წამი (0,00783 დღე) | 3,9 წამი (0,00005 დღე) |
თვეების სია
რედაქტირებათვეები რომაულად | დღეების რაოდენობა ძვ. წ. 46-მდე | დღეების რაოდენობა ძვ. წ. 46-ის შემდეგ | შესაბამისი თვეები ქართულად |
---|---|---|---|
Ianuarius | 29 | 31 | იანვარი |
Februarius | 28 (ნაკიანი წელი: 23 ან 24) | 28 (ნაკიანი წელი: 29) | თებერვალი |
Mercedonius/Intercalaris | 0 (ნაკიანი წელი: 27) | (გაუქმდა) | — |
Martius | 31 | 31 | მარტი |
Aprilis | 29 | 30 | აპრილი |
Maius | 31 | 31 | მაისი |
Iunius | 29 | 30 | ივნისი |
Quintilis[1] | 31 | 31 | ივლისი |
Sextilis | 29 | 31 | აგვისტო |
September | 29 | 30 | სექტემბერი |
October | 31 | 31 | ოქტომბერი |
November | 29 | 30 | ნოემბერი |
December | 29 | 31 | დეკემბერი |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 276.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ The spelling Quinctilis is also attested; see page 669 of The Oxford Companion to the Year.