შინაარსზე გადასვლა

გვადალკვივირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
17:28, 6 მარტი 2021-ის ვერსია, ოქროს ბოტი (განხილვა | წვლილი) (პარამეტრის შეცვლა)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გვადალკვივირი

გვადალკვივირის აუზი
ქვეყანა დროშა: ესპანეთი ესპანეთი
ქალაქები კორდობა
სევილია
სათავე ანდალუსიის მთები ესპანეთი
სიგრძე 657 კმ
აუზის ფართობი 57 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} გვადალკვივირი ვიკისაწყობში

გვადალკვივირი (ესპ. Guadalquivir) — მდინარე სამხრეთ ესპანეთში. სიგრძე 657 კილომეტრი, აუზის ფართობი 57 ათასი კმ2. სათავე აქვს ანდალუსიის მთების ჩრდილოეთით. მიედინება ანდალუსიის დაბლობზე. კალაპოტის სიგანე ქალაქებს სევილიასა და კორდოვას შორის 150-200 მეტრი. სევილიის ქვემოთ ბრტყელ სანაპირო დაბლობზე მიედინება და იტოტება. ვიდრე კადისის ყურეს (ატლანტის ოკეანე) შეუერთდებოდეს, კვლავ ერთ კალაპოტში ექცევა და 7 კილომეტრი სიგანის ესტუარს ქმნის. მთავარი შენაკადებია, მარცხნიდან:პატარა გვადიანა, ხენილი. მარჯვნიდან გუადალიმარი, უელვა. საზრდოობს ძირითადად წვიმის წყლით. წყალდიდობა იცის თებერვალ-მარტში. წყლის საშუალო ხარჯი 164 მ3/წმ. სანაოსნოა ქალაქ კორდოვამდე, ქალაქ სევილიამდე ზღვის გემებისათვის (მოქცევის დროს). იყენებენ სარწყავად.

მდინარე გვადალკვივირი კორდობასთან

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]