შინაარსზე გადასვლა

ემილი დე ფორესტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
01:08, 1 იანვარი 2022-ის ვერსია, InternetArchiveBot (განხილვა | წვლილი) (გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8.5)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ემილი დე ფორესტი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ემილი ენგსტრემი
დაბ. თარიღი 28 თებერვალი, 1993 (1993-02-28) (31 წლის)
დაბ. ადგილი რანერსი, Randers Municipality, დანია[1]
წარმოშობა რანერსი, დანია
საქმიანობა მომღერალი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
ლეიბლ(ებ)ი Universal Music
ხელმოწერა
ემილი დე ფორესტი ვიკისაწყობში

ემილი შარლოტ-ვიქტორია დე ფორესტი (დან. Emmelie Charlotte-Victoria de Forest, დ. 28 თებერვალი, 1993) — დანიელი მომღერალი. 2013 წელს მალმეში, ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მან წარადგინა დანია სიმღერით „Only Teardrops“, და გაიმარჯვა.[2]

2013 წლის 25 მარტს ემილიმ კონტრაქტი გააფორმა ლეიბლთან Universal Music და იმავე წლის მაისში გამოვიდა მისი სადებიუტო ალბომი „Only Teardrops“.

ემილი დე ფორესტი დაიბადა დანიელი დედისა და შვედი მამის ოჯახში, ხოლო სიმღერა 9 წლის ასაკიდან დაიწყო.[3] 14 წლის ემილი თანამშრომლობდა შოტლანდიელ მომღერალ ფრეიზერ ნილთან. მასთან ერთად ემილიმ მონაწილეობა მიიღო არაერთ ფესტივალში. 2011 წელს ემილი საცხოვრებლად კოპენჰაგენში გადავიდა, სადაც გააგრძელა ვოკალის შესწავლა.

მუსიკალური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროვიზია 2013 და Only Teardrops

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ემილი დე ფორესტის შესრულება მალმეში

დე ფორესტი იყო ათიდან ერთ-ერთი კანდიდატი, რომელსაც უნდა წარედგინა დანია ევროვიზია 2013-ზე.[4] 2013 წლის 26 იანვარს მან გაიმარჯვა ევროვიზიის შესარჩევ ეროვნულ კონკურსში.[4]

14 აპრილს ემილიმ განაცხადა, რომ მისი პირველი ალბომი „Only Teardrops“ გამოვიდოდა ექვს მაისს, ერთი კვირით ადრე ევროვიზიის ფინალამდე.[4] ალბომში შესულია თორმეტი სიმღერა, მათ შორის სიმღერის „Only Teardrops“ თავდაპირველი და სიმფონიური ვერსიები.[5][6]

14 მაისს ემილის „Only Teardrops“ გახდა ევროვიზიის ათიდან ერთ-ერთი ფინალური სიმღერა.[6]

ემილი დე ფორესტმა გაიმარჯვა ევროვიზიის ფინალში ჯამური ქულით 281.[7]

სახელწოდება დეტალები პიკური პოზიცია ჩარტებში
დან
[8]
Only Teardrops 13
წელი სახელწოდება პიკური პოზიცია ჩარტებში ალბომი
დან
[8]
ნიდ
[9]
2013 Only Teardrops 2 36 Only Teardrops

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Deutsche Nationalbibliothek Record #1036622258 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Denmark's Emmelie de Forest triumphs at Eurovision Song Contest, BBC News. 18 მაისი, 2013.
  3. Vinner hon Eurovision? | SVT Play. Svtplay.se. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-10. ციტირების თარიღი: 2013-05-19.
  4. 4.0 4.1 4.2 Meet Emmelie de Forest from Denmark | Eurovision Song Contest – Malmö 2013. Eurovision.tv. ციტირების თარიღი: 2013-05-19.
  5. Søren Bygbjerg. Emmelie udsender album: Min drøm går i opfyldelse | DR. Dr.dk. ციტირების თარიღი: 2013-05-19.
  6. 6.0 6.1 Carl Cato/TT Spektra. Danska favoriten till final i ESC – Kultur & Nöje. Göteborgs-Posten. ციტირების თარიღი: 2013-05-19.
  7. Danska favoriten till final i ESC – Nöje. allehanda.se. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-15. ციტირების თარიღი: 2013-05-19.
  8. 8.0 8.1 Hung, Steffen. Discography Emmelie de Forest. Danish Charts Portal. Hung Medien (Steffen Hung). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-13. ციტირების თარიღი: 2013-05-19.
  9. Hung, Steffen. Discografie Emmelie de Forest. Danish Charts Portal. Hung Medien (Steffen Hung). ციტირების თარიღი: 2013-05-19.
წინამორბედი:
ლორინი
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებულები
2013
შემდეგი:
-----