რუბენ გალვანი
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | რუბენ გალვანი [1] | ||
დაბადების თარიღი | 7 აპრილი, 1952 | ||
დაბადების ადგილი |
კომანდანტე-ფონტანა, ფორმოსის პროვინცია, არგენტინა | ||
გარდაცვალების თარიღი | 14 მარტი, 2018 (65 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი |
აველიანედა, ბუენოს-აირესი, არგენტინა | ||
სიმაღლე | 175 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1971–1980 | ინდეპენდიენტე | 231 | (14) |
1980 | ესტუდიანტესი | 21 | (0) |
სულ | 252 | (14) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1973–1978 | არგენტინა | 5 | (0) |
ჯილდოები
| |||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
რუბენ გალვანი (ესპ. Rubén Galván; დ. 7 აპრილი, 1952, კომანდანტე-ფონტანა, ფორმოსის პროვინცია, არგენტინა — გ. 14 მარტი, 2018, აველიანედა, ბუენოს-აირესი, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, ნახევარმცველი. 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[კომ. 1][2][3][4]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუბენ გალვანი მოპოვებული საკლუბო და სანაკრებო ტიტულების ხარისხითა და რაოდენობით დღემდე ერთ-ერთ ყველაზე უფრო წარმატებულ ფეხბურთელად ითვლება არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში. იგი მთელი თავისი კარიერის განმავლობაში არგენტინის პრიმერა დივიზიონის მონაწილე ორი არგენტინული კლუბის — აველიანედას „ინდეპენდიენტეს“ (1971–1980) და ლა-პლატას „ესტუდიანტესის“ (1980) ღირსებას იცავს, თუმცა მისი კარიერა, ძირითადად, გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების სამხრეთამერიკული ფეხბურთის გრანდს — „ინდეპენდიენტეს“ უკავშირდება, სადაც 1971 წლიდან იწყებს გამოსვლას და თავისი სტაბილური თამაშით მალევე იმკვიდრებს ადგილს ძირითად შემადგენლობაში. მომდევნო სეზონიდან კიდევ უფრო უკეთ ასპარეზობს და გულშემატკივართა მხრიდანაც მეტ ყურადღებას იმსახურებს.
1973 წლიდან დანიელ ბერტონისთან და რიკარდო ბოჩინისთან ერთად გუნდის წამყვანი მოთამაშე ხდება და როგორც საყრდენი ნახევარმცველი მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც გუნდის შეტევების ორგანიზებაში, ასევე, სათამაშო რგოლებს შორის ეფექტიანი ურთიერთქმედების საქმეში. „თასთამპყრობელებთან“ ერთად იგი ორჯერ ხდება ქვეყნის ჩემპიონი, როდესაც 1977 და 1978 წლებში ნასიონალის ტურნირს იგებს.
„ინდეპენდიენტეს“ რიგებში რუბენ გალვანი კიდევ უფრო მეტ წარმატებას საერთაშორისო ასპარეზზე აღწევს. იგი ოთხჯერ ზედიზედ (1972, 1973, 1974, 1975) იმარჯვებს ლიბერტადორესის თასის გათამაშებაში, სამჯერ ისაკუთრებს კოპა ინტერამერიკანას (1973, 1974, 1976) და ერთხელ საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი ხდება (1973).
ფეხბურთის თამაშს 1980 წელს, 27 წლის ასაკში — „ესტუდიანტესში“ ამთავრებს.[5]
სანაკრებო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1973–1978 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 5 შეხვედრას ატარებს.[6][7] ეროვნულ გუნდში, მისი თანაკლუბელის რიკარდო ბოჩინის მსგავსად, 1973 წელს ნაკრების მაშინდელი მწვრთნელები — ომარ სივორი და მიგელ ინომირიელო იწვევენ.[8] პირველად ნაკრების მაისურით 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში — 1973 წლის 23 სექტემბერს ბოლივიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამოდის.
სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არგენტინის ნაკრები | ||
---|---|---|
წელი | მატჩი | გოლი |
1973 | 1 | 0 |
1974 | 1 | 0 |
1975 | 1 | 0 |
1976 | 0 | 0 |
1977 | 1 | 0 |
1978 | 1 | 0 |
ჯამში | 5 | 0 |
სანაკრებო მატჩები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]№ | თარიღი | შეხვედრის ადგილი | მოწინააღმდეგე | ანგ. | შეჯიბრება | წყარო |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 23.09.1973 | „ესტადიო ერნანდო სილესი“, ლა-პასი, ბოლივია | ბოლივია | 1–0 | შესარჩევი | [9] |
2 | 20.11.1974 | ბუენოს-აირესი, არგენტინა | ჩილე | 1–1 | დიტბორნის თასი | |
3 | 18.07.1975 | „ესტადიო სენტენარიო“, მონტევიდეო, ურუგვაი | ურუგვაი | 3–2 | ნიუტონის თასი | [10] |
4 | 03.07.1977 | „ლა ბომბონერა“, ბუენოს-აირესი, არგენტინა | იუგოსლავია | 1–0 | ამხანაგური | [11] |
5 | 25.04.1978 | „ესტადიო სენტენარიო“, მონტევიდეო, ურუგვაი | ურუგვაი | 0–2 | ამხანაგური | [12] |
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლიბერტადორესის თასი: 1972,[17] 1973,[18] 1974,[19] 1975,[20]
- კოპა ინტერამერიკანა (3): 1973, 1974, 1976
- საკონტინენტთაშორისო თასი: 1973
სანაკრებო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გოდუაძე, ლაშა., მსოფლიო თასის ისტორია (1930–2010), თბ.: მსოფლიო სპორტი, 2010. — გვ. 346. 496 გვ.
- Robinson, Michael; Hope-Smith, R. G., Soccer: The International Line-ups & Statistics Series; Argentina 1971-1997, Cleethorpes: Soccer Books Ltd, 1998.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თემატური საიტები |
---|
FootballFacts.ru · Rubén Galván Procer de Nuestra Historia · FIFA · National Football Teams |
ვიდეო |
---|
TV Pública Argentina (1 de 2) · TV Pública Argentina (2 de 2) · Rubén Galván en Voces Rojas |
კომენტარები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Rubén Galván es uno de los jugadores más condecorados en la historia del fútbol argentino con 4 Copa Libertadores, dos Campeonatos Nacional y una Copa del Mundo en su nombre. Incondicionales Sports, SL.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Rubén Galván (1952–2018) — Argentina NFT Midfielder (1974–1978). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-08. ციტირების თარიღი: 2022-05-08.
- ↑ Vivo en Argentina — Invitado: Rubén Galván
- ↑ Argentine Squads in the World Cups (World Cup 1978).
- ↑ 43 campeones del mundo. El mapa demográfico del fútbol argentino. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-14. ციტირების თარიღი: 2022-05-08.
- ↑ Rubén Galván, caudilho do Independiente tetra da Libertadores e campeão da Copa 1978. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-14. ციტირების თარიღი: 2022-05-08.
- ↑ Argentina National Team Players 1964-1998.
- ↑ Rubén Galván International matches (1973–1978).
- ↑ Argentina National Team Archive (1971–1980).
- ↑ Bolivia 0–1 Argentina (23 September 1973)
- ↑ 1975 Copa Newton — Uruguay 2–3 Argentina (18 July 1975)
- ↑ Argentina 1–0 Yugoslavia (03 July 1977)
- ↑ Uruguay 2–0 Argentina (25 April 1978)
- ↑ Campeonato Nacional 1977 (Nacional Championship).
- ↑ Campeonato Nacional 1977 (Nacional Championship).
- ↑ Campeonato Nacional 1977 (Nacional Championship).
- ↑ Campeonato Nacional 1978 (Nacional Championship).
- ↑ Copa Libertadores de América 1972 (Final)
- ↑ Copa Libertadores de América 1973 (Final)
- ↑ Copa Libertadores de América 1974 (Final)
- ↑ Copa Libertadores de América 1975 (Final)
- ↑ 1978 FIFA World Cup Argentina ™
- დაბადებული 7 აპრილი
- დაბადებული 1952
- გარდაცვლილი 14 მარტი
- გარდაცვლილი 2018
- არგენტინელი ფეხბურთელები
- არგენტინის პრიმერა დივიზიონის ფეხბურთელები
- ინდეპენდიენტეს ფეხბურთელები
- ესტუდიანტესის ფეხბურთელები
- არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები
- 1978 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- მსოფლიო ჩემპიონები ფეხბურთში