შინაარსზე გადასვლა

ფსკოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
12:37, 15 ივნისი 2009-ის ვერსია, Mikkelanjelo (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: '''ფსკოვი'''-ქალაქი რუსეთის ფედერაციაში, ფსკოვის ოლქის ადმ. ცე...)

ფსკოვი-ქალაქი რუსეთის ფედერაციაში, ფსკოვის ოლქის ადმ. ცენტრი. მდებარეობს მდინარეების, ველიკაიასა და ფსკოვის შესართავთან, 20 კმ-ის მოშორებით რუსეთ-ესტონეთის საზღვრიდან. ფსკოვის მოსახლეობა შეადგენს 202,780(2002 ცენზი), 203,789(1989 ცენზი), 185,000(1983). ქალაქი წარმოადენს სარკინგზო და საავტომობილო გზების კვანძს.

დაარსება და ისტორია

ფსკოვი პირველად იხსენიება 903 წელს და ეს თარიღი მიიჩნევა ქალაქის დაარსების წლად. ჩანაწერის მიხედვით ირკვევა, რომ კიევის დიდმა მთავარმა ოლეგმა ცოლად შეირთო ადგილობრივი ქალბატონი წმ. ოლგა. ფსკოვის სახელწოდება უნდა მომდინარაობდეს რუსული სიტყვიდან "Пльсковъ"(ჩუხჩუხა წყაროების ქალაქი). ფსკოვის პირველი თავადი იყო წმ. ვლადიმირის უმცროსი ვაჟი სუდისლავი, რომელიც დატუსაღებული ჰყავდა თავის ძმას იაროსლავ ბრძენს. საბოლოო���, სუდისლავი იაროსლავის გარდაცვალების შემდეგ გათავისუფლდა, რამოდენიმეათწლეულიანი ტყვეობის შემდეგ. XII-XII სს-ში ფსკოვი შედიოდა ნოვგოროდის ფეოდალურ რესპუბლიკაში. 1241 წელს კი აიღეს ტევტონებმა, რამოდენიმე თვის შემდეგ კი ალექსანდრე ნეველმა გამოიხსნა ქალაქი. 1348 წლიდან ფსკოვის ფეოდალური რესპუბლიკის ცენტრია.


ლიტერატურა

  • ქსე ტ. 10