შინაარსზე გადასვლა

რობერტ დაუნი უმცროსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.
რობერტ დაუნი უმცროსი

რობერტ დაუნი, 2014
დაბადების თარიღი 4 აპრილი, 1965 (1965-04-04) (59 წლის)
ნიუ-იორკი, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1970-დღემდე
მეუღლე(ები) დებორა ფალკონერი (იქ. 1992–2004)
სიუზან ლევინი (იქ. 2005)
პარტნიორ(ებ)ი სარა ჯესიკა პარკერი (1984-2005)
შვილ(ებ)ი 3
მშობლები მამა: რობერტ დაუნი უფროსი
ხელმოწერა

რობერტ დაუნი უმცროსი (ინგლ. Robert Downey, Jr.; დ. 4 აპრილი, 1965)[1]ამერიკელი მსახიობი და მომღერალი. 2008 წელს ჟურნალმა „ტაიმმა“ იგი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის დაასახელა.[2] ჟურნალ „Forbes“-ზე დაყრდნობით, 2013 და 2015 წლებში დაუნი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი იყო.[3][4] იგი აგრეთვე მეორე ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობია, რომლის ფილმების შემოსავალი 14 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.[5]

მისი დებიუტი კინოში შედგა 1970 წელს, 5 წლის ასაკში, მამის, რობერტ დაუნი უფროსის მიერ გადაღებულ ფილმში „ფუნტი“. 1980-იან წლებში იგი თამაშობდა ფილმებში მოზარდების შესახებ. პირველი დიდი აღიარება მოიპოვა ფილმით „ნულზე ნაკლები“. 1992 წელს, ფილმში „ჩაპლინი“ შესრულებულმა მთავარმა როლმა მას მოუტანა BAFTA[6] და აგრეთვე ოსკარის პირველი ნომინაცია საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში.[7]

1990-იან წლებში ნარკოტიკებთან დაკავშირებული ხმაურიანი სკანდალების შემდეგ იგი დაუბრუნდა ეკრანებს ლარი პოლის როლით ტელესერიალში ელი მაკბილი, რამაც მოუტანა კარიერაში პირველი ოქროს გლობუსი. ამას მოჰყვა რამდენიმე წარმატებული როლი ფილმებში: „გოთიკა (2003), „გაფრენილი კოცნა“ (2005) და „ზოდიაქო“ (2007). 2008 წელს ფილმ „ტროპიკულ ქარიშხალში“ შესრულებული როლისთვის მიიღო ოსკარის მეორე ნომინაცია.[8] 2006 წელს მიიღო ტონი სტარკის როლი ფილმში „რკინის კაცი“, რითაც საფუძველი ჩაეყარა მასშტაბურ მედიაფრენჩაიზს Marvel-ის კინოსამყაროს. დაუნიმ როლის განსახიერება განაგრძო ფილმებში: „წარმოუდგენელი ჰალკი“ (2008), „რკინის კაცი 2“ (2010), „შურისმაძიებლები“ (2012), „რკინის კაცი 3“ (2013), „შურისმაძიებლები: ულტრონის ეპოქა“ (2015), „კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი“ (2016), „ადამიანი ობობა: დაბრუნება“ (2017), „შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“ (2018) და „შურისმაძიებლები: დასასრული“ (2019). იგი აგრეთვე ცნობილია შერლოკ ჰოლმზის როლით გაი რიჩის ფილმებში შერლოკ ჰოლმზი (2009) და „შერლოკ ჰოლმზი: ჩრდილების თამაში“ (2011). პირველ ნაწილში შესრულებული როლისთვის გადაეცა მეორე ოქროს გლობუსი.[9]

ფილმოგრაფია

დისკოგრაფია
სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Robert Downey Jr. Biography. The Biography Channel. ციტირების თარიღი: 26 აპრილი, 2014.
  2. Stiller, Ben (11 მაისი, 2008). „The 2008 Time 100, entry No. 60, 'Robert Downey Jr.'. Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-19. ციტირების თარიღი: 17 აპრილი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  3. Robert Downey Jr. Tops Forbes' List Of Hollywood's Highest-Paid Actors. Forbes (16 ივლისი, 2013). ციტირების თარიღი: 1 აგვისტო, 2013.
  4. Robehmed, Natalie. The World's Highest-Paid Actors 2015: Robert Downey Jr. Leads With $80 Million Haul. Forbes Magazine. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2015.
  5. Robert Downey, Jr. Movie Box Office Results. ციტირების თარიღი: 27 ივნისი, 2019.
  6. BAFTA Awards Search | BAFTA Awards en. ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2017.
  7. Travers, Peter (13 მარტი, 2008). „The Strange Case of Iron Man Robert Downey Jr“. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-19. ციტირების თარიღი: 1 აგვისტო, 2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  8. Leopold, Todd (22 იანვარი, 2009). 'Button' hooks 13 Oscar nominations“. CNN. ციტირების თარიღი: 22 იანვარი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  9. Winners & Nominees 2010 en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-12. ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2017.