ენოს საგრაფო
(გადამისამართდა გვერდიდან გენეგაუს საგრაფო)
ენოს საგრაფო ან ჰენეგაუს საგრაფო — შუა საუკუნეების საგრაფო, რომელიც მდებარეობდა თანამედროვე ბელგიის ტერიტორიაზე. ფრანგულად ეწოდებოდა ენოს საგრაფო (ფრანგ. comte de Hainaut), გერმანულად — ჰენეგაუს საგრაფო (გერმ. Grafschaft Hennegau). სახელწოდება მომდინარეობს დასახლებული პუქნტის სახელიდან, რომელიც მდებარეობდა საგრაფოს სამხრეთში, ან მდინარე ენისგან (ფრანგ. Haine), რომელიც ამ რეგიონს კვეთდა.
![](http://178.128.105.246/host-http-upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b1/Locator_County_of_Hainaut_%281350%29.svg/300px-Locator_County_of_Hainaut_%281350%29.svg.png)
თავდაპირველად საგრაფო შედიოდა ლოთარინგიის საჰერცოგოში, ხოლო 959 წელს ამ უკანასკნელის გაყოფის შემდეგ — ქვემო ლოთარინგიის საჰერცოგოში. 925 წლიდან ენოს გრაფები იყვნენ აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფოს ვასალები, მოგვიანებით — საღვთო რომის იმპერიის ვასალები. საგრაფოს დედაქალაქი იყო მონსი, გარდა ამისა, მასში შედიოდა ქალაქები ვალანსიენი და კამბრე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Chronicle of Hainaut by Gilbert of Mons. დაარქივებული 2009-11-02 საიტზე Wayback Machine.
- Charles Duvivier: Recherches sur le Hainaut ancien („pagus hainoensis“) du VIIe au XIIe siècles. Fr. J. Olivier, Brüssel 1865. online
- Léo Verriest: Le régime seigneurial dans le comté de Hainaut du XIe siècle à la Révolution. Impr. P. Smeesters (Louvain) 1956.
- Jean-Marie Cauchies: La législation princière pour le comté de Hainaut: ducs de Bourgogne et premiers Habsbourg 1427-1506. Publications des Fac. St Louis, 1982. ISBN 2-8028-0025-6, 782802800255.