შინაარსზე გადასვლა

ამასიის ზავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
05:13, 26 აპრილი 2020-ის ვერსია, M. (განხილვა | წვლილი) (წაიშალა კატეგორია:თურქეთის ისტორია გაჯეტ HotCat-ით)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ამასიის ზავის შემდგომ არსებული ოსმალეთის იმპერია

ამასიის სამშვიდობო ხელშეკრულება — დაიდო 1555 წელს, სპარსეთის შაჰ თამაზ I და ოსმალეთის სულთან სულეიმან I შორის, ქალაქ ამასიაში. ამასიის ზავს წინ უძღოდა ირან-ოსმალეთის 1532–1555 წლების ომი. ხელშეკრულების საფუძველზე დადგინდა, ორ სახელმწიფოს შორის საზღვრები. სომხეთი და საქართველო ორმა იმპერიამ შუაზე გაიყვეს. იმერეთის სამეფო, სამეგრელოს და გურიის სამთავრო და სამცხე-საათაბაგო ოსმალეთის შემადგენლობაში შევიდა. სპარსეთის შემადგენლობაში კი ქართლის და კახეთის სამეფოები შევიდა. ოსმალეთის იმპერიას ასევე ერგო ერაყი და იქ არსებული უმნიშვნელოვანესი ქალაქი ბაღდადი, იმპერიის სამხრეთი საზღვარი სპარსეთის ყურემდე აღწევდა.

  • Shaw, Stanford J. (1976), History of the Ottoman Empire and modern Turkey, Volume 1. Cambridge University Press, ISBN 0-521-29163-1