შინაარსზე გადასვლა

Dark Side of the Rainbow

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.

Dark Side of the Rainbow“ (ქართ. ცისარტყელის ბნელი მხარე),[1] აგრეთვე ცნობილი როგორც Dark Side of Oz ან The Wizard of Floyd — ეწოდება პინკ ფლოიდის ალბომის The Dark Side of the Moon და 1939 წელს გადაღებული ფილმის „ოზის ჯადოქარი“ სინქრონიზაცია.[2] ამ დროს ზოგიერთ მომენტში ჩნდება ეფექტი, თითქოს ალბომი და ფილმი ერთმანეთს უკავშირდებიან. ამ მოვლენის სახელწოდება არის ალბომის სათაურისა და ფილმის სიმღერის „Over the Rainbow“ კომბინაცია.

ჯგუფის აზრი

ჯგუფის წევრები და ალბომზე მომუშავე სხვა ადამიანები აცხადებენ, რომ ნებისმიერი კავშირი ამ ორ ნამუშევარს შორის მხოლოდ დამთხვევაა.[3]

ალბომის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ინტერვიუში დეივიდ გილმორმა თქვა:

ვიკიციტატა
„ვიღაც ტიპს, რომელსაც ძალიან ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდა, მოუვიდა ეს იდეა, რომ გაეკეთებინა ოზის ჯადოქრისა და Dark Side of the Moon-ის კომბინაცია.[3]

ნიკ მეისონმა 1997 წელს MTV-ს განუცხადა:

ვიკიციტატა
„ეს სრული სისულელეა. ალბომს არაფერი აქვს საერთო ოზის ჯადოქართან. ის მთლიანად მუსიკის ჰანგებზეა დაფუძნებული.[4]

ეს განცხადება ხუმრობა იყო, მაგრამ ზოგმა ფანმა ის სერიოზულად მიიღო და დაიწყო მუსიკის ჰანგებსა და The Dark Side of the Moon-ს შორის მსგავსების ძებნა.

სქოლიო

  1. Pink Floyd - The Wizard of Oz - The Definitive List. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2002-10-05. ციტირების თარიღი: 2010-07-25.
  2. MTV News Segment | Synchronicity Arkive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-06. ციტირების თარიღი: 2010-07-25.
  3. 3.0 3.1 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-05-05. ციტირების თარიღი: 2006-05-05.
  4. http://www.mtv.com/news/articles/1433194/19970530/pink_floyd.jhtml