შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

ფერენც (ფრანც) ლისტირომანტიზმის ეპოქის უნგრელი კომპოზიტორი, ვირტუოზი პიანისტი და პედაგოგი. ექვს ათწლეულზე მეტ დროში შექმნილი ნამუშევრებით, იგი მიიჩნევა თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ნაყოფიერ კომპოზიტორად და დღემდე პოპულარულია თანამედროვე საფორტეპიანო რეპერტუარში. ლისტმა, როგორც პიანისტმა, თავისი ვირტუოზული შესაძლებლობებით ევროპაში სახელი ადრეულ მეცხრამეტე საუკუნეში გაითქვა. იგი იმ დროისთვის უკვე მიიჩნეოდა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პიანისტად. 1830-იან და 1840-იან წლებში ლისტი ევროპაში კონცერტების ჩასატარებლად მოგზაურობდა და ხშირად ქველმოქმედებისთვის უკრავდა. ცხოვრების ამ პერიოდში, ლისტმა თავისი გამორჩეული შესრულებითა და ფიზიკური მიმზიდველობით რეპუტაცია შ���იქმნა. მისმა თაყვანისმცემლებმა გამოავლინეს ისტერიული ქმედებებისა და რეაქციის ფენომენი, ლისტომანია, რაც მისი წინამორბედი ვირტუოზების შემთხვევაში არასდროს მომხდარა. როდესაც ადრეული შემსრულებლები მხოლოდ ზედა კლასს ემსახურებოდნენ, ლისტმა მოიზიდა უმეტესწილად უბრალო ადამიანებისგან შემდგარი აუდიტორია. ლისტი მეგობრობდა და მფარველობდა თავისი დროის მრავალ კომპოზიტორს. ლისტი ახალი გერმანული სკოლის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი იყო. მისმა ვრცელმა და მრავალფეროვანმა ნამუშევრებმა გავლენა იქონია მის თანამედროვეებზე და განჭვრიტა XX საუკუნის იდეები და მიმართულებები. ლისტის მუსიკალურ წვლილს შორისაა: სიმფონიური პოემა, თემატური ტრანსფორმაციის შემუშავება, როგორც მუსიკალური ფორმის ექსპერიმენტების ნაწილი, და რადიკალური ინოვაციები ჰარმონიაში. ლისტი ასევე მიიჩნევა მუსიკალური იმპრესიონიზმის მამად.

დღის სტატია

ახალი სკოტლანდ იარდი, ლონდონი
ახალი სკოტლანდ იარდი, ლონდონი
ახალი სკოტლანდ იარდი (შემოკლებით სკოტლანდ იარდი) — დიდი ლონდონის საქალაქო პოლიციის სამსახურის შტაბ-ბინა. მოთავსებულია 20-სართულიან საოფისე ბლოკში ბროდვეისა და ვიქტორიის ქუჩების გასწვრივ ვესტმინსტერში, პარლამენტიდან დაახლოებით 450 მეტრში. განთქმული მოტრიალე აბრა (სურათზე), რომელიც ხშირად ჩანს ტელევიზიით და კინოფილმებში, შტაბ-ბინის მთავარი შესასვლელის წინ დგას ბროდვეიზე. შეიქმნა 1829 წლის 29 სექტემბერს.

სიახლეები

ჰასან ნასრალა


მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


29 სექტემბერი — ამ დღეს...

პომპეუს დიდი
პომპეუს დიდი
  • ძვ. წ. 61 : პომპეუს დიდი (სურათზე) მეკობრეების დამარცხებით და მითრიდატეს ომების დასრულებით მესამე ტრიუმფს აღნიშნავს.
  • 1789 : აშშ-ის პირველი კონგრესი შეიკრიბა.
  • 1829 : ლონდონში სკოტლანდ იარდი შეიქმნა — პოლიციის პირველი ოფიციალური დეპარტამენტი მსოფლიოში.
  • 1938 : ბრიტანეთი, საფრანგეთი, ნაცისტური გერმანია და იტალია მიუნხენის შეთანხმებას დებენ, რითაც გერმანიას ჩეხოსლოვაკიის სუდეტის ოლქის ანექსიის უფლებას აძლევენ.
  • 1941 : ბაბი იარის ხოცვა — ნაცისტებმა ორი დღის განმავლობაში ბაბი იარის ხევში კიევთან 60.000-მდე ადამიანი დახოცეს, ძირითადად ებრაელები, ბოშები და საბჭოთა სამხედრო ტყვეები.
  • 1991 : ჰაიტიზე სამხედრო გადატრიალებით პრეზიდენტი ჟან-ბერტრან არისტიდი გადააყენეს.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი