შინაარსზე გადასვლა

აბრეშუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.

აბრეშუმი (სპარს. ابریشم [abrishom]; ძველქართულად ერქვა — ჭიჭნაური) — ბუნებრივი საფეიქრო ბოჭკო. აბრეშუმის მთლიანი მასა წარმოიქმნება აბრეშუმის ჭიის სანაფე (აბრეშუმის გამომყოფ) ჯირკვლებში, საიდანაც გამოიყოფა ორი უწყვეტი ელემენტარული ძაფის სახით.

აბრეშუმი მაგარი, ჭიმვადი, ჰიგროსკოპიული, ჰაერგამტარი და კარგი ელექტროიზოლატორია. იწვის უალოდ. ნახშირდება 180 C ზევით; მასზე არ მოქმედებს დაბალი კონცენტრაცი��ს მჟავეები და ტუტეები.

ხელოვნური აბრეშუმის შესახებ იხილეთ ქიმიური ბოჭკო.

შემადგენლობა

აბრეშუმის ძირითადი შემადგენელი ნივთიერებებია ფიბრიონი და სერიცინი. პირველი — აბრეშუმს ანიჭებს სიმაგრეს, ელასტიკურობას, ელვარებას, სინაზესა და სხვა; მეორე — ერთმანეთთან აკავშირებს ელემენტარულ ძაფებს.

გამოყენება

აბრეშუმს იყენებენ მედიცინაშიც (ქირურგიულ ძაფად). ტექნიკაში—(საიზოლაციო მასალად, მაღალი ხარისხის საცრის დასამზადებლად); აგრეთვე თავდაცვით მრეწველობაში და სხვა.

ლიტერატურა


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.