მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბანტები (ძვ. ბერძნ. Ἄβαντες) — თრაკიელთა ამაყი და მამაცი ტომი, ფეხმარდი და გრძელთმიანი შუბოსნები, იონელთა ნაწილი, მათი მოკავშირენი[1], ველურნი და შეუპოვარნი: უძველეს წარსულშივე ფოკიიდან კუნძულ ევბეაზე გადასახლდნენ და ისე გაძლიერდნენ, რომ ტროას ომში აქაველებს 40 გემით მიაშველეს თავიანთი მეომრები[2]. აბანტების ბელადს ელეფენორს, ქალკოდონტის ძეს, თეზევსის შვილებიც შეუერთდნენ[3]. ომის დამთავრების შემდეგ, ბერძენთა ძნელბედობა მათაც გაიზიარეს: ტალღებმა კერავნიის კლდეებს მიანარცხეს მათი რვა გემი. თვით ელეფენორმა, ოდესღაც ელენეს ხელის მაძიებელმა გმირმა, ტროაში ჰპოვა სამარე, გადარჩენილმა აბანტებმა კი იონიაში ქალაქი ააშენეს.[4][5][6]
|
---|
| ბერძნები | | |
---|
| ბერძნების მხარეს მყოფი ღმერთები | |
---|
| ბერძნების მოკავშირეები | |
---|
| ტროელები | |
---|
| ტროელების მხარეს მყოფი ღმერთები | |
---|
| ტროელების მოკავშირეები | |
---|
| დამატებითი | |
---|
|