შინაარსზე გადასვლა

ეკლოგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეკლოგა, ბუკოლიკური პოეზიის ჟანრი. ასახავს ყოფითს სცენებს მწყემსთა, მიწის მუშაკთა ცხოვრებიდან, თუმცა არ გამორიცხავს პოლიტიკურ თუ სხვა მოტივებსაც (მაგ. ვერგილიუსის ეკლოგები). ევროპულ ლიტერატურაში ანტიკური პოეზიის გავლენით დამკვიდრდა; გვხვდება როგორც დრამატული (დიალოგი), ისე თხრობითი, ეპიკური ხასიათისა. თუ ანტიკურ ლიტერატურაში მეტწილად ჰეგზამეტრით იყო განწყობილი, ევროპაში ნებისმიერი ზომის ლექსით იწერებოდა. ზოგჯერ თან ახლდა მუსიკის ელემენტი და სცენაზეც ��რულდებოდა. პოპულარული იყო იტალიაში; კლასიკურ ნიმუშადაა აღიარებული ე. სპენსერის "მწყემსის კალენდარი". ქართულ ლიტერატურაში ეკლოგური ხასიათისაა დ. გურამიშვილის "ქაცვია მწყემსი".