შინაარსზე გადასვლა

იუზა ევგენიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იუზა ��ედორეს ძე ევგენიძე (დ. 24 თებერვალი, 1943, სოფ. ახალსოფელი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, — გ. 2 იანვარი, 2013, თბილისი) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1997).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1965). 1969 წლიდან მოღვაწეობდა თსუ-ში (2009 წლიდან — თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი). მონოგრაფიულად აქვს შესწავლილი ვაჟა-ფშაველას და გრიგოლ ორბელიანის ცხოვრება და შემოქმედება, ქართული რომანტიზმი. მისი თანაავტორობითა და მონაწილეობით გამოცემულია არაერთი წიგნი და კრებული. დაჯილდოებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით (2003).

  • ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 1. თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2000.
  • გრიგოლ ორბელიანი: ცხოვრება და მოღვაწეობა. თბილისი, მერიდიანი, 1995.
  • ვაჟა-ფშაველა: ცხოვრებისა და შემოქმედებითი ისტორიის საკითხები. თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1989.
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 549.
  • მინაშვილი, ლ., „ძვირფასი მხოლოდ სული გვაქვს“ (პროფესორ იუზა ევგენიძის ხსოვნას), «სჯანი», [ტ.] 14, 2013. — გვ. 266-270.