შინაარსზე გადასვლა

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მე-2 სესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მე-2 სესია გაიმართა ვაშინგტონში და მიმდინარეობდა 1978 წლის 5 სექტემბრიდან 8 სექტემბრამდე, აშშ-ს შინაგან საქმეთა დეპარტამენტის თევზების, ველური ბუნებისა და პარკების საკითხებში მდივნის თანაშემწის, დევიდ ჰეილზის თავმჯდომარეობით.

სესიას ესწრებოდა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 13 წევრი ქვეყნის დელეგაცია[1], ასევე დამკვირვებლები 1972 წლის მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კონვენციის მონაწილე 5 სახელმწიფო[2] და 10 საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაცია. სამი საერთაშორისო ორგანიზაცია — ICCROM, ICOMOS და IUCN — მოიწვიეს როგორც კონსულტანტები.[3]

ეს არის მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის პირველი სხდომა, რომელზეც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სია წარადგინეს. სიაში შესატანად 33 კულტურული და ბუნებრივი ძ���გლი იყო წარდგენილი. სესიის ბოლოს 7 ქვეყნის 12 ძეგლი შეიტანეს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. გარდა ამისა, სხდომაზე დაამტკიცეს მსოფლიო მემკვიდრეობის ემბლემა.

მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ადგილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

# ფოტო ოფიციალური სახელი მდებარეობა ობიექტის №, კრიტერიუმები საწყობი
1 გალაპაგოსის კუნძულები
ინგლ. Galápagos Islands
ეკვადორის დროშა ეკვადორი,
გალაპაგოსის პროვინცია
1
vii, viii, ix, x
ფოტო ვიკისაწყობში
2 კიტო
ინგლ. City of Quito
ეკვადორის დროშა ეკვადორი,
დედაქალაქი
2
ii, iv
ფოტო ვიკისაწყობში
3 აახენის ტაძარი
ინგლ. Aachen Cathedral
გერმანიის დროშა გერმანია,
ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალია,
აახენი
3
i, ii, iv, vi
ფოტო ვიკისაწყობში
4 ლ’ანს-ო-მედოუზი
ინგლ. L’Anse aux Meadows National Historic Site
კანადის დროშა კანადა,
ნიუფაუნდლენდი და ლაბრადორი
4
vi
ფოტო ვიკისაწყობში
5 სიმენის ეროვნული პარკი
ინგლ. Simien National Park
ეთიოპიის დროშა ეთიოპია,
ამჰარის რეგიონი
9
vii, x
ფოტო ვიკისაწყობში
6 ლალიბელას კლდეში ნაკვეთი ეკლესია
ინგლ. Rock-Hewn Churches, Lalibela
ეთიოპიის დროშა ეთიოპია,
ამჰარის რეგიონი
18
i, ii, iii
ფოტო ვიკისაწყობში
7 ნაჰანის ეროვნული პარკი
ინგლ. Nahanni National Park
კანადის დროშა კანადა
ჩრდილო-დასავლეთი ტერიტორიები
24
vii, viii
ფოტო ვიკისაწყობში
8 გორე
ინგლ. Island of Gorée
სენეგალის დროშა სენეგალი,
დაკარის ოლქი
26
vi
ფოტო ვიკისაწყობში
9 მესა-ვერდეს ეროვნული პარკი
ინგლ. Mesa Verde National Park
აშშ-ის დროშა აშშ,
კოლორადო
27
iii
ფოტო ვიკისაწყობში
10 იელოუსტოუნის ეროვნული პარკი
ინგლ. Yellowstone National Park
აშშ-ის დროშა აშშ
ვაიომინგი, მონტანა, აიდაჰო
28
vii, viii, ix, x
ფოტო ვიკისაწყობში
11 კრაკოვის ისტორიული ცენტრი
ინგლ. Cracow’s Historic Centre
(2013 წელს ეწოდა
Historic Centre of Kraków[4])
პოლონეთის დროშა პოლონეთი
მალოპოლსკის სავოევოდო,
კრაკოვი
29
iv
ფოტო ვიკისაწყობში
12 ველიჩკის და ბოჩნიის მარილის შახტები
ინგლ. Wieliczka and Bochnia Royal Salt Mines
პოლონეთის დროშა პოლონეთი
მალოპოლსკის სავოევოდო
32
iv
ფოტო ვიკისაწყობში

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]