შინაარსზე გადასვლა

მარინიდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარინიდები

მარინიდები, მერინიდებიბერბერთა დინასტია ბანუ-მარინის ტომიდან; განაგებდა მაროკოში 1269-1465 წლებში. XV საუკუნის 60-იანი წლებიდან გაძლიერებულმა დინასტიურმა შუღლმა და ფეოდალურმა შინააშლილობებმა მარინიდების სახელმწიფო დაცემამდე მიიყვანა. XV საუკუნის დასაწყისში პორტუგალიელებთა�� ბრძოლაში (რომელთაც მიიტაცეს მარინიდების სამფლობელოს ნაწილი) დაწინაურდნენ ვატასიდები (მარინიდების გვერდითი შტო), რომლებიც XV საუკუნის 20-იანი წლებიდან ფაქტობრივად განაგებდნენ სახელმწიფოს. 1565 წლიდან ხელ��სუფლება მაროკოში მთლიანად მათ ხელში გადავიდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]