მელპომენე
თემა
![](http://178.128.105.246/cars-http-upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/Ny_Carlsberg_Glyptothek_-_Melpomene.jpg/220px-Ny_Carlsberg_Glyptothek_-_Melpomene.jpg)
მელპომენე[1] (ძვ. ბერძნ. Μελπομένη — „მომღერალი“) — ზევსისა და მნემოსინას ასული, ერთ-ერთი ცხრა მუზათაგანი, პირველად ზოგადად სიმღერის, შემდეგ კი სამგლოვიარო სიმღერისა და ტრაგედიის მუზა. თეატრალურად მოსილი მაღალი ქალი, რომელსაც თავზე ვაზის გვირგვინი ედგა, ხელში კი ხმალი და ტრაგიკული ნიღაბი ეჭირა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აკაკი გელოვანი – მითოლოგიური ლექსიკონი, გამომცემლობა საბჭოთა საქართველო, თბილისი, 1983.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1985. — გვ. 67.