შინაარსზე გადასვლა

მეფე-ზარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეფე-ზარი
კოორდინატები 55°45′03″ ჩ. გ. 37°37′06″ ა. გ. / 55.75083° ჩ. გ. 37.61833° ა. გ. / 55.75083; 37.61833
მდებარეობა რუსეთის დროშა რუსეთი, მოსკოვი
არქიტექტორი ივანე მოტორინი
ტიპი ზარი
მასალა ბრინჯაო
სიგანე 6,6 მ
სიმაღლე 6,24 მ
დაწყების თარიღი 1733 წ.
დასრულების თარიღი 1735 წ.

„მეფე-ზარი“ (რუს. Царь-колокол) — XVIII საუკუნის სამსხმელო ხელოვნების ძეგლი რუსეთში, ქალაქ მოსკოვში.[1] სიმაღლე შესაკრავთან ერთად 6,24 მ, დიამეტრი 6,6 მ, მასა 202 ტ. დანიშნულების მხრივ არასდროს გამოყენებულა. ჩამო��სხეს რუსეთის იმპერატორის ანა იოანეს ასულის ბრძანებით 1730 წელს. ჩამოსხმულია ბრინჯაოსგან ოსტატ ივანე მოტორინისა და მისი შვილის მიხეილის მიერ. 1737 წელს მოსკოვის დიდი ხანძრის დროს დაზიანდა და მიწის ქვეშ დაახლოებით 1 საუკუნე დაჰყო. XIX საუკუნის პირველ ნახევარში იგი აწიეს და დადგეს მოსკოვის კრემლის პოსტამენტზე ივანე დიდის სამრეკლოს გვერდით.[2]

  1. Царь-колокол | Энциклопедический словарь
  2. Захаров Н. Кремлёвские ворота. — М.: Московский рабочий.