შინაარსზე გადასვლა

ნიფონტი II (კონსტანტინოპოლის პატრიარქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიფონტი IIკონსტანტინოპოლის პატრიარქი 1486–1488, 1497–1498 და 1502 წწ. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 11 აგვისტო, ახალი სტილით - 24 აგვისტო.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა ნიფონტი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი წარმოშობით საბერძნეთიდან იყო. იგი ეპიდავრიონში აღიკვეცა ბერად. მოძღვრის, ანტონის გარდაცვალების შემდეგ ნეტარი ათონის მთაზე მოსაგრეობდა და წიგნების გადაწერით იყო დაკავებული. სხვადასხვა დროს მას ეპყრა: თესალონიკის მიტროპოლიტის, კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ვლახეთის მღვდელმთავრის საყდრები... უსჯულოების მხილებისთვის ეპარქიიდან განდევნილმა წმინდა მამამ კვლავ ათონს მიაშურა: ჯერ ვათოპედის მონასტერში იღვწოდა, შემდეგ კი - იოანე ნათლისმცემლის შობის სავანეში (დიონისეს მონასტერში). მან დამალა თავისი ხარისხი და ყოველთვის უმდაბლეს მორჩილების საქმეებს ასრულებდა, მაგრამ უფალმა ღვთაებრივი გამოცხადებით ამცნო ბერებს მისი ვინაობა. ერ���ხელ, როცა შეშის შესაგროვებლად ტყეში წასული წმიდანი მონასტერში ბრუნდებოდა, ძმები წინ გამოეგებნენ მას და ზეიმით შეხვდნენ, როგორც პატრიარქს. მიუხედავად ამისა, მღვდელმთავარი ნიფონტი შემდგომშიც არაფრით განირჩეოდა სხვა ბერებისაგან: თანასწორად იზიარებდა მათი შრომის სიმძიმეს.

წმინდა მამა 1515 წლის 11 აგვისტოს გარდაიცვალა, ოთხმოცდაათი წლის ასაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
წინამორბედი:
სიმონ I (მესამედ)
კონსტანტინოპოლის პატრიარქი

14861488
შემდეგი:
დიონისე I (მეორედ)
წინამორბედი:
მაქსიმე IV
კონსტანტინოპოლის პატრიარქი

14971498
შემდეგი:
იოაკიმ I
წინამორბედი:
იოაკიმ I
კონსტანტინოპოლის პატრიარქი

15021502
შემდეგი:
პახომი I