შინაარსზე გადასვლა

სერაფიო კალდერონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სერაფიო კალდერონი
სერაფიო კალდერონი
პერუს პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 აპრილი, 1904 – 24 სექტემბერი, 1904
წინამორბედიმანუელ კანდამო
მემკვიდრეხოსე პარდო ი ბარედა

დაბადებული1843
პაუკარტამბოს პროვინცია, კუსკო, პერუ
გარდაცვლილი3 აპრილი, 1922
კუსკო, პერუ
მოქალაქეობაპერუს დროშა პერუ
ეროვნებაპერუელი
პოლიტიკური პარტიაპერ��ს სამოქალაქო პარტია
მამამარიანო კალდერონი
დედაბეატრის ლასო დე ლა ვეგა
მეუღლემარგარიტა ალმანსა ობლიტასი
შვილებიბეატრის კალდერონი
ედელმირა კალდერონი
გილიერმო კალდერონი
საქმიანობაადვოკატი

სერაფიო კალდერონი (ესპ. Serapio Calderón; დ. 1843, პაუკარტამბოს პროვინცია, კუსკო, პერუ — გ. 3 აპრილი, 1922, კუსკო, პერუ) — პერუელი პოლიტიკოსი, ადვოკატი და პერუს პრეზიდენტი 1904 წლის 18 აპრილიდან 24 სექტემბრამდე, მანუელ კანდამოს გარდაცვალების შემდეგ[1].

სერაფიო კალდერონი დაიბადა 1843 წელს, პაუკარტამბოს პროვინციაში, კუსკო, პერუ. თავდაპირველად, მან სწავლა მშობლიურ ქალაქში დაიწყო, შემდეგ კი სან ხერონიმოს სემინარიასა და სან-ანტონიო-აბადის უნივერსიტეტში განაგრძო. უნივერსიტეტში, მან მიიღო ბაკალავრის, ადვოკატის და დოქტორის ხარისხი იურისპრუდენციაში. 1886 წელს, იგი უზენაესი სასამართლოს წევრი გახდა; 1890 წელს, იგი კუსკოს პრეფექტად დაინიშნა. 1892 წლის 7 იანვრიდან 1896 წლის 16 სექტემბრამდე, კალდერონი რექტორი იყო, სან-ანტონიო-აბადის უნივერსიტეტში.

1903 წლის პერუს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ქვეყნის პრეზიდენტი მანუელ კანდამო გახდა, ხოლო სერაფიო კალდერონი — მეორე ვი��ე-პრეზიდენტად დაინიშნა. პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ლინო ალარკო, ინაუგურაციამდე გარდაიცვალა, ასე რომ, პრეზიდენტ კანდამოს არეკიპაში გამგზავრების შემდეგ, მთელი პასუხისმგებლობა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კალდერონს დაეკისრა. 1904 წლის 7 მაისს, მანუელ კანდამოს გარდაცვალების შემდეგ, იგი პერუს პრეზიდენტად დაინიშნა. 1904 წლის 24 სექტემბერს, პერუს პრეზიდენტი ხოსე პარდო ი ბარედა გახდა. სერაფიო კალდერონი კუსკოში დაბრუნდა და აღმასრულებელ სასამართლოში განაგრძო მოღვაწეობა.

სერაფიო კალდერონი გარდაიცვალა 1922 წლის 3 აპრილს, კუსკოში, პერუ.

  • Basadre, Jorge: Historia de la República del Perú. 1822 - 1933, Octava Edición, corregida y aumentada. Tomo 10. Editada por el Diario "La República" de Lima y la Universidad "Ricardo Palma". Impreso en Santiago de Chile, 1998.
  • Chirinos Soto, Enrique: Historia de la República (1821-1930). Tomo I. Lima, AFA Editores Importadores S.A., 1985.
  • Orrego, Juan Luis: La República Oligárquica (1850-1950). Incluida en la Historia del Perú. Lima, Lexus Editores, 2000. ISBN 9972-625-35-4
  • Tauro del Pino, Alberto: Enciclopedia Ilustrada del Perú. Tercera Edición. Tomo 3, BEI/CAN. Lima, PEISA, 2001. ISBN 9972-40-149-9
  • Vargas Ugarte, Rubén: Historia General del Perú. Tomo XI. Primera Edición. Editor Carlos Milla Batres. Lima, Perú, 1971.
  • Varios autores: Grandes Forjadores del Perú. Lima, Lexus Editores, 2000. ISBN 9972-625-50-8

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
მანუელ კანდამო
პერუს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი
1904
შემდეგი:
ხოსე პარდო ი ბარედა