ღუმელის თანავარსკვლავედი
თემა
![](http://178.128.105.246/cars-http-upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/ae/Fornax_IAU.svg/220px-Fornax_IAU.svg.png)
ღუმელის თანავარსკვლავედი (ლათ. Fornax) — ცის სამხრეთ ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი. მისი ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავის ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდეა 3,9. დაკვირვებისათვის ხელსაყრელი პირობებია ოქტომბერ-ნოემბერში. შეიცავს 57 ვარსკვლავს, რომელთა ხილვა შეუიარაღებელი თვალითაც არის შესაძლებელი. მოჩანს საქართველოდანაც.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 601.