შინაარსზე გადასვლა

დიდი

ვიქსიკონი გვერდიდან

ქართული

[რედაქტირება]

ეტიმოლოგია

[რედაქტირება]

წაკითხვა

[რედაქტირება]

მნიშვნელობა

[რედაქტირება]
  1. ჩვეულებრივზე მეტი ზომით, მოცულობით, ფართობით, ტევადობით.
    დიდი სახლი. დიდი გზა. დიდი ხე
    „გავიხედ-გამოვიხედე, აგერ, ბიჭი მოიწევს და დიდ, შამფურისხელა ისარს მიმიზნებს …“
    დიდ მაგიდაზე ბარე ოცდაათი ჯამი ჩანახი იდგა, შესადგმელად გამზადებული.“
    „და-ძმანი ძირს ეზოში ისხდნენ დიდ ფურცელ-ქვეშ და დილის ჩაის შეექცეოდნენ.“
    ➤ მსგავსი მნიშვნელობის სიტყვები: მოდიდო, უდიდესი, უზარმაზარი, გიგანტური
    ➤ ანტონიმები: პატარა, მცირე
  2. გადატანით: ჩვეულებრივზე მეტი ფიზიკური ძალით.
    დიდი ქარიშხალი. დიდი სიცხე. დიდი ხმა
    დიდ წვიმებს რომ დაიწყებს, ძირს ჩამოიტანს ჭერს.“
    ➤ სინონიმები: ძლიერი, მძლავრი
    ➤ ანტონიმები: სუსტი, უძლური
  3. გადატანით: ჩვეულებრივზე მეტი თავისი ფსიქიკური ზემოქმედებით.
    დიდი სიყვარული. დიდი მწუხარება
    დიდი ტკივილი და ტანჯვა გადავიტანე მაშინ.“
    „არზნევ მუსკია უბრალო გასაჭირს კი არ განიცდიდა – სამყაროში ყველაზე დიდი საწუხარი და ქვესკნელთ უღრმესი სევდა ჰქონდა.“
    ➤ სინონიმები: ძლიერი, მძლავრი
    ➤ ანტონიმები: პატარა, მცირე, სუსტი, უძლური
  4. გადატანით: ჩვეულებრივზე მეტი თავისი თვისებით.
    დიდი მატყუარა. დიდი ოხერი
    „ზამთარაძე დაფიქრდა და მითხრა: – ახლა, დიდი ოხერი და ბრიყვი კაცი ჩანს მაგ ჭონიაა, თუ რა გვარია.“
    „ამ ჩვეულებას დიდი გარყვნილი ხასიათი ჰქონდა.“
    დიდი ერთგული და ღვთისმოყვარე ყოფილა იობი.“
    ➤ მსგავსი მნიშვნელობის სიტყვები: ძალიან
  5. გადატანით: გამორჩეული მნიშვნელობის, — შესამჩნევი, ანგარიშგასაწევი, მნიშვნელოვანი, საყურადღებო, საგულისხმო.
    დიდი საქმე. დიდი ადამიანი. დიდი ამბავი
    „არ არსებობს თანხმობა იმ თანხმობაზე დიდი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობით მიიღწევა!“
    „ახლა, „არწივი” რომ არის, ქართული ლექსი: მისი დამწერი დიდი კაცია ძალიან ქართველებში ყველაზე დიდი იყოს, იქნება, დღეს.“
    ➤ სინონიმები: მნიშვნელოვანი, შესამჩნევი, ანგარიშგასაწევი, საყურადღებო, საგულისხმო, გამორჩეული
    ➤ მსგავსი მნიშვნელობის სიტყვები: ძალიან
    ➤ ანტონიმები: პატარა, მცირე, უმნიშვნელო, არასაყურადღებო
  6. გადატანით: ჩვეულებრივზე მეტი რაოდენობით.
    დიდი ფული. დიდი ნათესაობა. დიდი გვარი
    „შენთვის მაგრად შეინახე, ძონძებში გამოიკარ, არ დაგეკარგოს … დიდი განძია ეგ შენი მჭლე მადლობა ოთარაანთ ქვრივისათვის, ო შენმა მზემ!“
    ➤ სინონიმები: დიდძალი, ბევრი, მრავალი, აურაცხელი, მრავალრიცხოვანი
    ➤ ანტონიმები: ცოტა, მცირე, მცირეოდენი, ცოტაოდენი
  7. გადატანით: ჩვეულებრივზე მეტი დროით.
    დიდი დრო. დიდი ხანი
    „გულუხვობაში თქვენი გვარი დიდი ხანია განთქმულია, განა არ ვიცი.“
    „გულუხვობაში თქვენი გვარი დიდი ხანია განთქმულია, განა არ ვიცი.“
    ➤ სინონიმები: ხანგრძლივი
  8. მოზრდილი; უფროსი (ასაკით).
  9. მსაზღვეელი — ზოგიერთი ადგილის, გეოგრაფიული სახელისა...(შედარებითი სიდიდის გამოსახატავად ).
  10. განსაკუთრებული ისტორიული ან პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე—ღირსშესანიშნავი; დიადი.
  11. გამოჩენილი, თვალსაჩინო (პიროვნება).
  12. მოწიწების ეპითეტი, — მაღალი, წმინდა.
  13. ისტორიული: წოდებრივი ტიტულის მსაზღვრელი.
  14. დიდად, ძალიან.

წარმოებული ლექსიკა

[რედაქტირება]
➤ წარმოებული სიტყვები: დიდგვარიანი, დიდგულა, დიდგული, დიდგულობა, დიდგულოვანი, დიდ-დიდი, დიდვაჭარი, დიდთავა, დიდთავიანი, დიდთანხიანი, დიდთვალება, დიდთოვლიანი, დიდთოვლობა, დიდი-დიდი, დიდკაცი, დიდკაცობა, დიდკაცობს, დიდკაცური, დიდმარხვა, დიდმზითვიანი, დიდმნიშვნელოვანი, დიდმოსავლიანი, დიდმპყრობელი, დიდმუცლიანი, დიდრქიანი, დიდსულოვნება
➤ შესიტყვებები: დიდზე დიდი, დიდი ამბით, დიდი და პატარა, დიდი მარხვა, დიდი ოჯახი, დიდი ყოფით
➤ იდიომები: დიდ გულზე ყოფნა •  დიდი გული აქვს •  დიდი დღე არ აქვს
➤ ანდაზები: ცული პატარაა, მაგრამ ხეს კი დიდს წააქცევს •  დიდ აღმართს დიდი დაღმართიც მოსდევს •  თოვლი თეთრია, მაგრამ სიცივე დიდი იცის •  დიდი ცემით რკინაც ტყდება •  პატარა თუ არ გაიზარდა, დიდი საიდან იქნება •  ძაღლს თავის კარზე დიდი გული აქვს

თარგმანები

[რედაქტირება]

წყაროები და რესურსები

[რედაქტირება]
  • ნეიმანი ალ., ქართულ სინონიმთა ლექსიკონი, მესამე გამოცემა, თბ.: „განათლება“, 1978, გვ. 162.
  • სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული : [ორტომეული], ტ. 1, თბილისი: „მერანი“, 1991, გვ. 220.
  • ალექსანდრე ონიანი, ქართული იდიომები, თბ.: „ნაკადული“, 1966, გვ. 57.
მოძიებულია „https://ka.wiktionary.org/w/index.php?title=დიდი&oldid=122880“-დან