შინაარსზე გადასვლა

ტალანტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტალანტი (ბერძნ. talanton, თავდაპირველად „წონა, სასწორი“) — ბერძნული წონითი და ფულადი საანგარიშო ერთეული. ნასესხებია ბაბილონიდან. ტალანტი იყოფოდა 60 მინად და შეიცავდა 6000 დრაქმას ან 36000 ობოლს. სოლონის რეფორმის შემდეგ (ძვ. წ. 594) ბერძნულ სახელმწიფოებში დამკვიდრდა ატიკ��რი ტალანტი, რომლის მასა 26,2 კგ იყო. ალექსანდრე მაკედონელის დროიდან (ძვ. წ. 336 — 323) ტალანტის მასა 25,9 კგ-მდე შემცირდა. ტალანტი ფულად მიმოქცევაში არ იყო, იგი მხოლოდ საანგარიშო ერთეულს წარმოადგენდა.