შინაარსზე გადასვლა

ვეტერნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვეტერნის ტბა

ვეტერნი (შვედ. Vättern) — ტბა შვედეთის სამხრეთ ნაწილში, 88.5 მ სიმაღლეზე. სიგრძე 129 კმ, სიგანე 28 კმ-მდე. ფართობი 1900 კმ². მაქსიმალური სიღრმე 119 მ. წყალშემკრები აუზის ფართობი დაახლოებით 6 000 კმ². ტბის სამხრეთ ნაწილში არის კუნძული ვისინგსე. ვეტერნის ღრმა ქვაბული წარმოადგენს პლეისტოცენური მყინვარებით დამუშავებულ გრაბენს. ფსკერი და ნაპირები კლდიანია. განსაკუთრებით მაღალია ციცაბო აღმოს��ვლეთი ნაპირი. საზრდოობს წყაროებით. წყალი გამჭვირვალეა და ცივი (ივლისის საშ. ტემპერატურა 6-7°C), წყლის დონის მრავალწლიური რყევა 1 მ-ს აღემატება. შეიმჩნევა სეიშები, იცის ძლიერი ღელვა, რის გამოც გვიან იყინება (თებერვალი). ვეტერნის ბალტიის ზღვასთან აკავშირებს მდინარე მოტალა და გეტა-კანალი, ჩრდილოეთის ზღვასთანვენერნის ტბა და მდინარე გეტა-ელვი. ვეტერნის ნაპირებზეა ქალაქები: მოტალა, პუსკვარნა, კარლსბორგი და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]