იმრე კერტესი
იმრე კერტესი (დ. 9 ნოემბერი, 1929 – გ. 31 მარტი, 2016) — უნგრელი მწერალი. 2002 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში.[12] მისი შემოქმედების ძირითადი თემებია ჰოლოკოსტი, დიქტატურული რეჟიმი და პიროვნული თავისუფლება.[13] კერტესი პირველი უნგრელი ნობელის პრემიის ლაურეატია.
ცხოვრება და შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კერტესი 1929 წლის 9 ნოემბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ბურჟუაზიულ ებრაულ ოჯახში დაიბადა. როცა იგი 5 წლის იყო, მისი მშობლები, ლადისლავ და არანკა კერტესები ერთმანეთს გაეყარნენ, რის შემდეგაც იგი სკოლა-ინტერნატში სწავლობდა. 1940 წელს კერტესი საშუალო სკოლაში შევიდა, სადაც სპეციალურად ებრაელ მოსწავლეთათვის განკუთვნილ კლასში სწავლობდა.[14]
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, კერტესი უნგრელ ებრაელებთან ერთად ოსვენციმის და ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკებში მოხვდა. დახვრეტისგან თავის დასაცავად 14 წლის კერტესი გერმანელებს არწმუნებდა, რომ 16 წლის მუშა იყო.[15] 1945 წელს ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკი გათავისუფლდა და კერტესი ბუდაპეშტში დაბრუნდა.[16] 1948 წელს მან საშუალო სკოლა დაამთავრა[17] და ჟურნალში რედაქტორად და მთარგმნელად დაიწყო მუშაობა. ხელისუფლებაში კომუნისტების მოსვლის შემდეგ კერტესი სამსახურიდან გაათავისუფლეს, რადგან მან უარი თქვა მათი რეჟიმის მხარდაჭერაზე.[16] გარკვეული დროის მანძილზე იგი საწარმოში მუშაობდა.[18] 1953 წლიდან კერტესმა შტატგარეშე ჟურნალისტური მოღვაწეობა დაიწყო. იგი თარგმნიდა სხვადასხვა გერმანულენოვანი მწერლების ნამუშევრებს, რომელთა შორის იყვნენ ფრიდრიხ ნიცშე, ზიგმუნდ ფროიდი, ლუდვიგ ვიტგენშტაინი და ელიას კანეტი. [13] ალბერ კამიუსა და ჟან-პოლ სარტრის ეგზისტენციალური რომანების ზეგავლენით, კერტესი ტოტულარ საზოგადოებაში ინდივიდის ბედით დაინტერესდა, სადაც მის ცხოვრებას მასზე ზემდგომები წყვეტენ.[13]
მწერლის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია მისი ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანი სახელოწოდებით „უბედობა“ (Sorstalanság), რომელიც 15 წლის ბიჭის ტრაგიკულ გამოცდილებას გვაცნობს, საკონცენტრაციო ბანაკებში გატარებულ დროსა და მის შედეგებზე გვიყვება. კერტესმა რომანი 1969-1973 წლებში დაწერა და 1975 წელს გამოსცა. „უბედობა“ უნგრეთის ტოტალურ კომუნისტურ სისტემას ასახავს, ამიტომ კომუნისტურმა რეჟიმმა წიგნი გამოსვლისთანავე დაგმო.[13] რომანის მიხედვით 2005 წელს უნგრელმა რეჟისორმა ლაიოშ კოლტაიმ კერტეშის სცენარისტობით ფილმი გადაიღო. კერტეშის მომდევნო ნამუშევრები: „ფიასკო“ და „კადიში არდაბადებულ ბავშვზე“ ჰოლოკოსტის ტრილოგიის მეორე და მესამე ნაწილებს წარმოადგენს.[16] უნგრეთში დემოკრატიის დამყარების შემდეგ კერტესის ნამუშევრები ინგლისურ ენაზე ითარგმნა.[13]
მოღვაწეობის დაწყებიდანვე კერტესის ნამუშევრ��ბს უნგრეთში დიდად არ აფასებდნენ, ამიტომ მწერალი გერმანიაში გადავიდა, სადაც გამომცებლებისა და კრიტიკოსებისგან აქტიური მხარდაჭერის, მკითხველთაგან კი პატივისცემის ობიექტი გახდა. მადლიერების ნიშნად, კერტესმა თავისი არქივი ბერლინის ხელოვნების აკადემიას გადასცა.[19]
2004 წელს მწერალს გოეთეს სახელობის პრემია გადაეცა.[18]
სიცოცხლის ბოლო წლებში კერტესს ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა. მას პარკინსონის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. მწერალი 2016 წლის 31 მარტს ბუდაპეშტში გარდაიცვალა.[13]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- იმრე კერტეში — ენციკლოპედია ბრიტანიკა
- Imre Kertész დაარქივებული 2019-04-16 საიტზე Wayback Machine. , Nobel Luminaries - Jewish Nobel Prize Winners, on the Beit Hatfutsot-The Museum of the Jewish People Website.
- The Last Word – an interview with Kertész from Holocaust Survivors and Remembrance Project: "Forget You Not"
- Luisa Zielinski (Summer 2013). „Imre Kertész, The Art of Fiction No. 220“. The Paris Review.
- Imre Kertész—Nobel Lecture დაარქივებული 2008-05-17 საიტზე Wayback Machine.
- B.-ing There, a review of the novel Liquidation by Ben Ehrenreich, Village Voice, 20 December 2004
- Haaretz article on Kertész
- 2011 Interview on "Self-imposed exile and writing" with Swedish publisher Svante Weyler
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Digital Literary Academy — 1998.
- ↑ http://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/2002/press.html
- ↑ Digital Literary Academy — 1998.
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
- ↑ https://www.deutscheakademie.de/en/awards/friedrich-gundolf-preis
- ↑ https://magyarnemzet.hu/belfold/kertesz-imre-es-rubik-erno-kap-szent-istvan-rendet-1242997
- ↑ https://www.goethe.de/resources/files/pdf290/liste_preistraegerinnen_goethe-medaille_1955-20222023.pdf
- ↑ https://www.sta.si/1204091/nobelovec-imre-kertesz-dobitnik-nagrade-marion-samuel
- ↑ http://jeanette-schocken-preis.de/?p=28
- ↑ https://www.sorbonne.fr/doctor-honoris-causa-de-paris-iii/
- ↑ http://www.univ-paris3.fr/les-docteurs-honoris-causa-de-la-sorbonne-nouvelle--90298.kjsp
- ↑ „The Nobel Prize in Literature 2002 – Imre Kertész“. Nobelprize.org. ციტირების თარიღი: 9 February 2008.
- ↑ 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 13.5 Pablo Gorondi. „Nobel literature laureate Imre Kertesz dies at 86“. Associated Press. ციტირების თარიღი: 31 March 2016 – წარმოდგენილია The Seattle Times-ის მიერ.
- ↑ Literaturnobelpreisträger Kertész gestorben: Der Retter seiner Seele German. Tagesschau (31 March 2016). ციტირების თარიღი: 31 March 2016.
- ↑ Kandell, Jonathan (31 March 2016). „Imre Kertesz, Nobel Laureate Who Survived Holocaust, Dies at 86“. The New York Times. ციტირების თარიღი: 31 March 2016.
- ↑ 16.0 16.1 16.2 Imre Kertész, Holocaust survivor and Nobel laureate, dies at 86. The Guardian (31 March 2016). ციტირების თარიღი: 31 March 2016.
- ↑ Elhunyt Kertész Imre Hungarian (31 March 2016). ციტირების თარიღი: 31 March 2016.
- ↑ 18.0 18.1 George Gomori. (31 March 2016) Imre Kertész obituary. The Guardian. ციტირების თარიღი: 1 April 2016.
- ↑ In New Memoir, Hungarian Holocaust Survivor Imre Keresz Remains a Voice of Dissent. ციტირების თარიღი: 9 June 2020.
|