შინაარსზე გადასვლა

კარელიის ყელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარელიის ყელი

კარელიის ყელი — ყელი ფინეთის ყურესა (ბალტიის ზღვა) და ლადოგის ტბას შორის. მდებარეობს რუსეთის ფედერაციის ლენინგრადის ოლქში. სამხრეთით ესაზღვრება ნევისპირა დაბლობი. ყელის ჩრდილოეთი ნაწილი უმთავრესად აგებულია გრანიტებითა და გნაისებით, ცენტრალური და სამხრეთი ნაწილები - მყინვარული და ტბიური ნალექებით. განვითარებულია სერული რელიეფი (სიმაღლე დაახლოებით 50 მეტრამდე). სამხრეთ ნაწილში მორენული ბორცვებია. კარელიის ყელს კვეთს წყალუხვი მდინარე ვუოქსა. ბევრია მყინვარული წარმოშობის ტბა. ჭარბობს წიწვოვანი ტყე. განვითარებულია ტურიზმი.