შინაარსზე გადასვლა

მატისიაუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მატისიაუ

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი მეთიუ მილერი
დაბ. თარიღი 30 ივნისი, 1979 (1979-06-30) (45 წლის)
დაბ. ადგილი West Chester
წარმოშობა პენსილვანია, აშშ
ჟანრ(ებ)ი რეგი, რეგი ფიუჟენი, ალტერნატიული როკი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, ბიტბოქსი
აქტიური 2000–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი JDub
Epic/SBMG Records
საიტი MatisyahuWorld.com
მატისიაუ ვიკისაწყობში

მეთიუ პოლ მილერი (დ. 30 ივნისი, 1979, ვესტ ჩესტერი, პენსილვანია,აშშ), უფრო მეტად ცნობილი სასცენო სახელით მატისიაუ (Matisyahu) — ამერიკელი რეგის და ჰიპ-ჰოპის მუსიკოსი.

ბავშვობა,კარიერის დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა აშშ-ში,ებრაულს ოჯახში,სადაც ის არარელიგიურად აღიზარდა,მაგრამ ისრაელში მოგზაურობისას დაუბრუნდა იუდეიზმს. როგორც მუსიკოსმა მოახდინა რეგის,ჰიპ-ჰოპის და ტრადიციული და თანამედროვე ებრაული მუსიკის საოცარი შერწყმა.

��ატისიაუს ამერიკაში ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს ისეთ ცნობილ მედიებში როგორებიცაა "Time Magazine","Wall Street Journal".მას მოიხსენიებენ როგორც ფენომენს.

მან გამოსვლები დაიწყო "MC Truth"-ის ფსევდონიმით MC Mystic's თან ერთად(იმ დროისთვის,ის ჯერ კიდევ არ იყო რელიგიით გატაცებული).

2001 წლიდან გადაწყვიტა რელიგიური ცხოვრება და ამავდროულად დაიწყო ებრაულ ჯგუფთან "Pey Dalid" ერთად გამოსვლები.

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავის მუსიკაზე დიდი გავლენა მოახდინენ ბობ მარლიმ,"Phish"-მა და რაბინიერმა შლომო კარლებახმა. მატისიაუს მუსიკა თამამად შეიძლება ჩაითვალოს რეგეის, ჰიპ-ჰოპის, როკისა და ნაწილობრივ ელექტრონული მუსიკის ულამაზეს და სუპერ-მოდერნიზებულ ნაზავად

ტექსტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტექსტები ძირითადად ინგლისურ ენაზეა დაწერილი,მაგრამ ის ხშირად იყენებს ებრაული და იუდაიურ სიტყვებს.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]