შინაარსზე გადასვლა

პავლე აბრამიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პავლე აბრამიძე
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 19 მარტი, 1901
დაბადების ადგილი ვანი
ქუთაისის გუბერნია
რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 3 აპრილი, 1989 (88 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
საქართველოს სსრ
ჯარის სახეობა წითელი არმია
სამხედრო სამსახურის წლები 1926–1956
წოდება
მეთაურობდა 72nd Mountain Rifle Division
ბრძოლები/ომები სსრკ-ფინეთის ომი
მეორე მსოფლიო ომი
ჯილდოები ლენინის ორდენი წითელი დროშის ორდენი წითელი დროშის ორდენი წითელი დროშის ორდენი
სამსახურიდან გადადგომა 1956

პავლე ივლიანეს ძე აბრამიძე (დ. 19 მარტი, 1901, ვანი ― გ. 3 აპრილი, 1989, თბილისი) — ქართველი და საბჭოთა სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი (1940).[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა გლეხის ოჯახში. 1926 წელს დაამთავრა ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლა და დაინიშნა ოცეულის მეთაურად. 1933-იდან პოლკის, ხოლო 1938-იდან დივიზიის მეთაური იყო. იმყოფებოდა იმ ჯარების შემადგენლობაში, რომლებმაც 1939 წელს მოახდინეს დასავლეთ უკრაინისა და დასავლეთ ბელარუსის ოკუპაცია. მონაწილეობდა ფინეთთან ომში. მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა პერემიშლის, ლვო��ის, დროგობიჩის, ვინიცის, კიევის მისადგომებთან; 1941-45 წწ. იმყოფებოდა გერმანელთა ტყვეობაში. 1945 წ. სამხედრო სამსახურში აღადგინეს. 1956-იდან თადარიგშია. 1949-იდან სამხედრო-პედაგოგიურ საქმიანობას ეწოდა. სკკპ წევრი 1927 წლიდან. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 3 წითელი დროშის ორდენით და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყურაშვილი, გიორგი. სამშობლოს ერთგული შვილები, თბ., 1965

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (12 ივნისი, 2017). საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — პავლე აბრამიძე — საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. nplg.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 24 ნოემბერი, 2018.