ტექსტოლიტი
თემა
![](http://178.128.105.246/host-http-upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b6/2EtchedBoardsOneNewOnePartialEtched.png/220px-2EtchedBoardsOneNewOnePartialEtched.png)
ტექსტოლიტი[1] (ლათ. textus — „ქსოვილი“ + ბერძ. λιθος — „ქვა“) — ქსოვილისა და სინთეზური ფისებისაგან დამზადებული ელექტროსაიზოლაციო ფენოვანი პლასტიკი. შემკვრელად იყენებენ ფენოლ-ფორმალდეჰიდურ ფისებს, აგრეთვე მელამინ-ფორმალდეჰიდურ, ეპოქსიდურ-ფენოლ-ანილინფორმალდეჰიდურ ფისებს. ფოლგირებული ტექსტოლიტისაგან ამზადებენ ნაბეჭდ სქემებს.
ტექსტოლიტის სახეებია: ბოჭკოვანი ტექსტოლიტი, ფურცლოვანი ტექსტოლიტი და მინატექსტოლიტი.