შინაარსზე გადასვლა

ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია
Noxçiyn Paçẋalq Noxçiyçö
Нохчийн Пачхьалкх Нохчийчоь
Чеченская Республика Ичкерия
ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია
ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის
დევიზი: „თავისუფლება ან სიკვდილი“
ჰიმნი: „თავისუფლება ან სიკვდილი“
ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
გროზნო
ოფიციალური ენა ჩეჩნური
მთავრობა
 -  პრეზიდენტი დოკუ უმაროვი
 -  პრ. მინისტრი ახმედ ზაკაევი
ფართობი
 -  სულ 15 300−15 600[1] კმ2 
მოსახლეობა
 -  2002 შეფასებით 1,103,686 
 -  სიმჭიდროვე 72.1 კაცი/კმ2 
ვალუტა რუსული რუბლი
ჩეჩნური ნახარი

ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია (ჩეჩნ. Noxçiyn Paçẋalq Noxçiyçö, Нохчийн Пачхьалкх Нохчийчоь) — არაღიარებული სახელმწიფო. 1991 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ჯოხარ დუდაევის მომხრეებმა ჩეჩნეთის რევოლუციის დროს ძალაუფლება მოიპოვეს ჩეჩნეთში. დუდაევი შემდგომში აირჩიეს ჩეჩნეთის პრეზიდენტად და ამ ახალ თანამდებობაზე მან ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა გამოაცხადა რუსეთისგან.[2] 1994-1996 წლებში ჩეჩნეთის პირველ ომში ჩეჩნეთმა მოახერხა რუსეთის დამარცხება.[3] ჩეჩნეთის მეორე ომი დაიწყო 1999 წლის აგვისტოში, იჩქერია დაეცა და 2000 წლიდან იჩქერიის მთავრობა აგრძელებს თავის საქმიანობას ემიგრაციაში.[4] მიუხედავად იმისა, რომ ჩეჩნეთს არ მიუღია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, მან მიიღო აღიარება და მხარდაჭერა საქართველოსგან, რომელიც გახდა გარესამყაროსკენ მისი ერთადერთი კარიბჭე, რომელსაც რუსეთი არ აკონტროლებდა. ზვიად გამსახურდიასა და ჯოხარ დუდაევს შორის მეგობრობამ გამოიწვია ის, რომ რუსმა ოფიციალურმა პირებმა საქართველო დაადანაშაულეს „ჩეჩნეთში არეულობის გაღვივებაში“.[5] 2022 წლის 18 ოქტომბერს უკრაინამ ოფიციალურად სცნო ჩეჩნეთი „დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად“.[6]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დურძუკნი, ანუ დღევანდელი ჩეჩნები უხსოვარი დროიდან სახლობენ კავკასიაში. ანთროპოლოგიურად ისინი განეკუთვნებიან იბერიულ-კავკასიური მოდგმის (რასის) ხალხთა ჯგუფს, რომლებიც წარმოადგენენ კავკასიის ავტოქტონურ (ძირითად) მოსახლეობას.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იჩქერიას აღმოსავლეთით ესაზღვრება დაღესტანი, დასავლეთით — ინგუშეთი და ჩრდილოეთი ოსეთი, სამხრეთიდან — საქართველო, ჩრდილო-დასავლეთიდან — სტავროპოლის მხარე. ფართობი: 19 300 კვ. კმ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაურეგულირებელი სასაზღვრო დავების გამო, არ არის მომხდარი ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის საზღვრის დემარკაცია, რუსეთის ფედერაციის რუკებზე არ არის ნაჩვენები ჩეჩნეთის და ინგუშეთის საზღვარო.
  2. E. Cornell, Svante; Frederick Starr, Stephen (28 January 2015) The Guns of August 2008 Russia's War in Georgia (English). Taylor & Francis, გვ. 30. ISBN 978-1-317-45653-7. 
  3. „Still growling“. The Economist. 22 January 1998. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 December 2017. ციტირების თარიღი: 9 December 2017.
  4. „Chechnya profile“. BBC News. 11 August 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 May 2017. ციტირების თარიღი: 9 December 2017.
  5. Dunlop, John (1998). Russia Confronts Chechnya: Roots of a Separatist Conflict (English). Cambridge University Press, გვ. 109. ISBN 978-0-521-63619-3. 
  6. Ukraine lawmakers brand Chechnya 'Russian-occupied' in dig at Kremlin (18 October 2022). ციტირების თარიღი: 18 October 2022
  7. Указ Президента Чеченской Республики от 1 ноября 1991 года «О государственном суверенитете Чеченской Республики»
  8. Постановление Съезда народных депутатов РСФСР от 2 ноября 1991 года № 1847-I «О признании незаконными выборов, проведенных 27 октября 1991 года в Чечено-Ингушской Республике». ციტირების თარიღი: 2019-07-12
  9. „Rebels Defy Yeltsin, Issue Call to Armes“. Washington Post. 11 November 1991.
  10. Постановление Верховного Совета РСФСР «Об Указе Президента РСФСР от 7 ноября 1991 г. „О введении чрезвычайного положения в Чечено-Ингушской Республике“». docs.cntd.ru (1991-11-11). ციტირების თარიღი: 2018-05-03.
  11. 30 ноября 1991 года прошел Всенародный референдум об образовании РИ в составе России,на котором 97% народа Ингушетии высказалось за республику в составе РФ. (30 November 2018). ციტირების თარიღი: 7 August 2023
  12. Digital Copy of the Recognition Document. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 19 October 2022
  13. Grant, Thomas D. (2000). „Current Development: Afghanistan Recognizes Chechnya“. American University International Law Review. 15 (4). line feed character არის |title=-ში №44 პოზიციაზე (დახმარება)
  14. „უმაღლესმა რადამ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია რუსეთის მიერ ოკუპირებულად ცნო���. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 19 ოქტომბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)