შინაარსზე გადასვლა

Eurythmics

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Eurythmics

ჯგუფი 1985 წელს
ბიოგრაფია
წარმოშობა ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო[1]
ჟანრ(ებ)ი
აქტიური
  • 1980–1990
  • 1999–2005
  • (დროებითი გაერთიანება: 2014)
ლეიბლ(ებ)ი
ყოფილი წევრები ენი ლენოქსი
დეივ სტიუარტი
საიტი eurythmics.com
Eurythmics ვიკისაწყობში

Eurythmics — ბრიტანული მუსიკალური დუეტი, რომელშიც შედიოდნენ ენი ლენოქსი და დეივ სტიუარტი. თავდაპირველად ისინი გამოდიოდნენ ჯგუფ The Tourists-ში (რომელიც მანამდე ცნობილი იყო The Catch-ის სახელწოდებით).

დუეტის პირველი ალბომი In the Garden წარუმატებელი იყო, მაგრამ მეორე�� Sweet Dreams (Are Made of This), სასათაურო სიმღერით, მსოფლიოში დიდი წარმატება მოიპოვა. ამის შემდეგ კოლექტივმა გამოსცა მთელი რიგი ალბომების და სინგლებისა, რომლებიც მსოფლიო ჩარტებში ხვდებოდნენ. 1990 წელს დუეტი დაიშალა - ამ დროისთვის სტიუარტი უკვე იყო წარმატებული პროდიუსერი, ხოლო ენიმ წარმატებით დაიწყო სოლო-კარიერა, ალბომით Diva. თითქმის ათი წლის შემდეგ, დუეტი კვლავ დაბრუნდა, მეცხრე ალბომით Peace. 2005 წელს ისინი კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ, გამოსცეს სიმღერა „I've Got a Life“ და ჰიტების მორიგი კომპილაცია, Ultimate Collection, ხოლო 2014 წელს ისინი დღეისთვის უკანასკნელად შეიკრიბნენ და კვლავ დაიშალნენ.

ჯგუფს 1984 წელს MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე მიღებული აქვს ჯილდო საუკეთესო ახალი შემსრულებლის კატეგორიაში, ისევე, როგორც გრემის ჯილდო საუკეთესო როკ-შესრულებისთვის, დუეტის ან ჯგუფის მიერ, ვოკალით. 1999 წელს მათ Brit-ის დაჯილდოებაზე გადაეცათ სპეციალური ჯილდო მუსიკაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის. 2005 წელს ჯგუფი შეყვანილი იქნა ბრიტანეთის მუსიკის დიდების დარბაზში. დღეისთვის Eurythmics-მა მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 75 მილიონი ალბომი გაყიდა.[2]

სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. All Music Guide (Eurythmics profile). AllMusic. ციტირების თარიღი: 27 September 2014.
  2. Annie Lennox champions charity work. walesonline. ციტირების თარიღი: 27 September 2014.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Eurythmics&oldid=4603792“-დან