Three Wishes
იერსახე
„Three Wishes“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — როჯერ უოტერსი | ||||
ალბომიდან Amused to Death | ||||
გამოსვლის თარიღი | 1993 | |||
ჩაიწერა | 1992 | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Columbia/CBS Records | |||
პროდიუსერი | როჯერ უოტერსი | |||
როჯერ უოტერსი — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
„Three Wishes“ — ბრიტანელი როკ-მუსიკოს როჯერ უოტერსის სინგლი და სიმღერა ალბომიდან Amused to Death. იგი გამოვიდა 1993 წელს.
სიმღერა არასოდეს შესრულებულა კონცერტებზე, თუმცა 1992 წელს გამოვიდა მისი პრომო ვიდეო და პრომოსინგლი. იგი ასევე შეტანილია კომპილაციაში Flickering Flame: The Solo Years Vol. 1.
სიმღერის ოფიციალური მუსიკალური ვიდეოს სიუჟეტით უოტერსი ზის ერთ-ერთ ამერიკულ კაფეში და ესაუბრება ჯინს. ვიდეოში მონაწილეობს როჯერის მესამე ცოლი, პრისცილა ფილიპსი.
ლიბანის თემა, ნახსენები ამ კომპოზიციაში, კვლავ ბრუნდება უოტერსის 2004 წლის სიმღერაში „Leaving Beirut“.
სიმღერების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Three Wishes (რადიოს ვერსია) - 4:17
- What God Wants, Part 1 – 6:00
- The Bravery Of Being Out Of Range – 4:43