შინაარსზე გადასვლა

თემი

ვიქსიკონი გვერდიდან

ქართული

[რედაქტირება]

ეტიმოლოგია

[რედაქტირება]

წაკითხვა

[რედაქტირება]

მნიშვნელობა

[რედაქტირება]
  1. რამდენიმე სოფლის გაერთიანება, რომელიც წარმოადგენს ერთ ტერიტორიულ ერთეულს მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში. თემში იქმნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო.
  2. ისტორიული: პირველყოფილ-თემური წყობილების დროს – ძირითადი სოციალური ჯგუფი, რომელიც კოლექტიურად ფლობდა საწარმოო საშუალებებს.
  3. ისტორიული: ,,ქვეყნის ერთი ნაწილი» (სულხან-საბა ორბელიანი). გაერთიანებული გეოგრაფიულ-ეთნიკური ნიშნის მიხედვით.
    ➤ სინონიმები: მხარე, კუთხე
  4. ისტორიული: საქართველოს მთიანეთში — ერთი გვარის მოსახლეობა, რომელსაც ჰყავდა თავისი უფროსი, ჰქონდა თავისი წეს-ჩვეულებები.
  5. ძველი კუთხური, იმერული: ერთად თავმოყრილი, ერთად შეყრილი ხალხი (სალაპარაკოდ, დროს გასატარებლად, დღეობაზე...).
    ➤ სინონიმები: მარაქა
  6. ისტორიული: ძველ რუსეთში – გლეხური საადგილმამულო ორგანიზაცია, რომელიც მის საკუთრებაში მყოფ საზოგადოებრივ მიწებს ანაწილებდა თავის წევრებს შორის და აკისრებდა მათ ურთიერთ-თავდებობას გადასახადების გადახდაში.
  7. რევოლუციამდე და საბჭოთა ხელისუფლების პირველ პერიოდში — უმცირესი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, რომელიც შედიოდა მაზრის შემადგენლობაში.
  8. ისტორიულად სხვადასხვა ცნების აღმნიშვნელი იყო XII-XIII ს.-ის ძეგლებში ,,...ხან სამეფოს, ხან ქვეყნის, ხან ხეობის მაგიერ არის ნახმარი» (ივანე ჯავახიშვილი)

წარმოებული ლექსიკა

[რედაქტირება]

თარგმანები

[რედაქტირება]

წყაროები და რესურსები

[რედაქტირება]
  • ნეიმანი ალ., ქართულ სინონიმთა ლექსიკონი, მესამე გამოცემა, თბ.: „განათლება“, 1978, გვ. 198.
  • სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული : [ორტომეული], ტ. 1, თბილისი: „მერანი“, 1991, გვ. 303.
მოძიებულია „https://ka.wiktionary.org/w/index.php?title=თემი&oldid=116431“-დან